მან გამოშვების კაბის სურათი ინტერნეტში დადო, მაგრამ მწარედ დასცინეს…


არავინ არასდროს არ უნდა იგრძნოს თავი ცუდად იმის გამო, რომ ისე არ გამოიყურება, როგორც სხვებს უნდათ. სილამაზე ნებისმიერი ფორმისა და ზომის ადამიანს გააჩნია. რა მოხდა მერე თუკი იდეალური სხეული არ გაქვთ. სიტყვა იდეალურს ხომ სუბიექტური გაგება აქვს.
18 წლის კრისტენ ლეინმა გამოსაშვები საღამოსთვის იყიდა იასამნისფერი კაბა, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. თანაც იასამნისფერი ფერი ისეთ შეგრძნებას უტოვებდა, თითქოს პრონცესა იყო.

როცა გამოსაშვები საღამო დამთავრდა გოგონამ კაბის სურათი ინტერნეტში დადო, რადგან მისი გაყიდვა უნდოდა. სწორედ ამ დროს იგი გახდა ინტერნეტ თავდასხმის მსხვერპლი. ორი კაცი მის სურათზე აკომენტარებდა, რომ იგი მახინჯი იყო და ეს კაბა საერთოდ არ უხდებოდა.

კრისტენმა მათ ზრდილობიანად უპასუხა: ,,გთხოვთ ნუ მიწერთ კომენტარებს, ბოდიშს გიხდით, თუკი თქვენი თვალისთვის საამო არ ვარ’’.

ათი წუთის შემდეგ ათასობით ადამიანი გამოეხმაურა გოგონას პოსტს. ისინი იცავდნენ კრისტენს და ეუბნებოდნენ, რომ ძალიან მომხბლავი იყო და კაბაც უხდებოდა.
გოგონას სურდა, რომ ძველი კაბის გაყიდვიდან შემოსული ფულით ახალი სადღესასწაულო კაბა ეყიდა. მან შეძლო და ამ პოსტის შემდეგ 2000 დოლარი შეაგროვა. ადამიანები მას ფულს ურიცხავდნენ და ეხმარებოდნენ.

როდესაც კრისტენმა ფეისბუქზე თავისი სურათი დადო ასეთ უარყოფით კომენტარებს ნამდვილად არ ელოდა.

მან გამოშვების კაბის სურათი ინტერნეტში დადო, მაგრამ მწარედ დასცინეს…

Share on Google Plus

About Unknown

This is a short description in the author block about the author. You edit it by entering text in the "Biographical Info" field in the user admin panel.
    Blogger Comment

0 коммент.:

Post a Comment