ლევან დაბრუნდაშვილი "ტიფლის"-ზე საუბრობს


ახლახან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "ვეფხისტყაოსნის" თრეილერი გავრცელდა. თრეილერმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია. მავანი მიიჩნევს, რომ "ვეფხისტყაოსანი" ისეთი საგანძურია, ხელის ხლება არ შეიძლება. ნაწილმა კი მთავარი როლების შემსრულებლების კანდიდადები აითვალწუნა. თრეილერში ტარიელს - თორნიკე გოგრიჭიანი, ავთანდილს - გიორგი ვარდოსანიძე, ნესტან-დარეჯანს კი რუსკა მაყაშვილი განასახიერებენ. ფილმის რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილია. 

"ვეფხისტყაოსნის" შესახებ რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "შუადღის" ეთერში რეჟისორმა ლევან დაბრუნდაშვილმა ისაუბრა.

"თრეილერი ჩემი ძალების მოსინჯვა იყო, ჩემი ხარჯებით გადაღებული, ეს არ არის "ვეფხისტყაოსანი". ეს პოემა მეც ძალიან მიყვარს, როგორც ყველას, და ის ჩვენი საგანძურია. მაგრამ იმას ვერასდროს ვერ დავეთანხმები, რომ მისი ხელის ხლება არ შეიძლება. ყველაფრის ხელის ხლება შეიძლება. გააჩნია, ვინ როგორ დაინახავს მას. მიხარია, რომ ინტერნეტში გავრცელებულ "ვეფხისტყაოსნის" თრეილერს 24 საათში 35 ათასი ნახვა ჰქონდა. რეიტინგებს რომ თვალი გადავავლოთ, ეს ქართულ კინომატოგრაფიაში საკმაოდ დიდი ციფრია.

რაც შეეხება როლებს, არავინ არ არის ნესტან დარეჯანის, ან ტარიელის როლზე დამტკიცებული, პროექტი საერთოდ არ არსებობს. ეს არის კომერციული სცენარი, რაშიც მოკლედ არის აღწერილი ქაჯეთის ციხის 
აღება. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ვინმე ამ იდეით დაინტერესდება, თუნდაც სხვა რეჟისორი და ასეთ მასშტაბურ პროექტში ფულს ჩადებს", - აცხადებს რეჟისორი. 

"ჯერჯერობით, საქართველოში არც ტექნიკური და არც მსახიობების რესურსი არ გვაქვს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი განვახორციელოთ. რაც შეეხება თრეილერს, რომელიც 2 წლის წინ გადავიღეთ, 11 ათასი ლარი დაგვიჯდა. თრეილერი არის ხუთ წუთიანი და მისი სრული ვერსია არ დევს ინტერნეტ სივრცეში. მე ჩემი 5 წუთიანი თრეილერი მირჩევნია იმ მილიონიან პროექტს, რომელსაც ”აგვისტოს 5 დღე ჰქვია", - დასძინა ლევან დაბრუნდაშვილმა.

"ვეფხისტყაოსნის" თრეილერის გადაღება ქარელის რაიონში მიმდინარეობდა და მასში შოთა რუსთაველის ნაწარმოების ის სცენებია გაცოცხლებული, სადაც პერსონაჟები ნესტან-დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან გამოხსნას ცდილობენ.
Share on Google Plus

About Unknown

This is a short description in the author block about the author. You edit it by entering text in the "Biographical Info" field in the user admin panel.
    Blogger Comment

0 коммент.:

Post a Comment